ნიკრისის ქარი - როგორ ვიკვებოთ?

სამკურნალო დიეტა


 

 

 

 

ნიკრისის ქარი ანუ „პოდაგრა“, 

ნივთიერებათა ცვლის დარღვევით 

გამოწვეული ავადმყოფობაა, 

რომლისთვისაც დამახასიათებელია 

სისხლში შარდმჟავას რაოდენობის მატება.

 

 

დღეისათვის, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი აუცილებელი ღონიძიების გამოყენებას, როგორიცაა - სამკურნალო დიეტა. უფრო მეტიც, მსუბუქ შემთხვევებში, ზოგჯერ, საკმარისია დიეტის ერთგულება და მედიკამენტები სულაც არ არის აუცილებელი.

  •   რა პროდუქტების მიღება შეიძლება და რომელია აკრძალული?
  •    კვების რა პრინციპები არსებობს ნიკრისის ქარის დროს?

ეს კითხვები აწუხებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კლინიკაში ყოფნისას ცნობად იღებს, რომ თურმე სისხლში შარდმჟავას აღმოჩენა ამა თუ იმ ხარისხის ნიკრისის ქარს მოასწავებს, მაგრამ სახლში მიბრუნებულს აღარ ახსოვს ექიმის სწრაფად „ჩამორაკრაკებული“ ნებადართული ან შეზღუდული და აკრძალული საკვები პროდუქტების გრძელი ჩამონათვალი.  

მკაცრი დიეტის დაცვა გამწვავების დროსაც კი - არ ნიშნავს შიმშილს!

სწორად შერჩეული კვება -

მკურნალობის მნიშნელოვანი ელემენტია.

 

 

 

         

                კვების ძირითადი პრინციპები:

  • მნიშვნელოვანია საკვები მიიღოთ რეგულარულად 3-4-ჯერ დღეში.
  • დაუშვებელია ზედმეტი საკვების მიღება ისევე, როგორც შიმშილი.
  • ჭარბი წონის შემთხვევაში აუცილებელია სხეულის მასის შემცირებისთვის ზრუნვა, მაგრამ მკაცრი დიეტა და წონის „რეკორდული დაგდება“ მავნებელია; უნდა დაიკლოთ ეტაპობრივად, არა უმეტეს თვეში 1-2 კილოგრამისა.
  • დღის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიიღოს სითხის საკმარისი რაოდენობა - არა ნაკლებ 1,5-2 ლიტრისა რემისიის სტადიაში და 3 ლიტრამდე გამწვავების დროს.
  • რეკომენდებულია ტუტოვანი მინერალური წყლის გამოყენება (მაგ. ბორჯომი, ლიკანი); მაგრამ, ამ შემთხვევაშიც ზომიერებაა საჭირო - დიდი რაოდენობით მარილები ამწვავებს და ჭირვეულად აქცევს არტერიულ ჰიპერტენზიას. 

ნიკრისის ქარის დროს დაშვებული და დაუშვებელი პროდუქტები

რომელი პროდუქტების მიღებაა დაუშვებელი: (ან რომელი პროდუქტების მიღებას უნდა მოერიდოთ):

 

 

  • ხორცის, თევზის და სოკოს                      ბულიონი;
  •  სუბპროდუქტები - ტვინი,                        ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები;
  •  ხორცის კონსერვები და სოუსები;
  •  ცხოველური წარმოშობის ცხიმები;
  •  პარკოსნები - ბარდა, ოსპი, ლობიო,          სოიო.

აკრძალული პროდუქტების სიას ასევე მიეკუთვნება:

  • წიწაკა, მდოგვი, პირშუშხა.
  • ბოსტნეულის საწებლები.
  • დიდი რაოდენობით ცოცხალი მწვანილი: მჟაუნა, ისპანახი და სხვ.
  • დამარილებული თევზი, თევზის კონსერვები.
  • ალკოჰოლი ნებისმიერი რაოდენობით, განსაკუთრებით კი ლუდი და ღვინო.
  • პროდუქტები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კაკაოს კარაქს.
  • ყველის ცხარე და მარილიანი სახეობები.

ნიკრისული ართრიტის დიეტის დროს დასაშვებია კვირაში ერთხელ მოთუშული ან ღუმელში გამომცხვარი ხორცის ან თევზის მიღება,

მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შემწვარი სახით!

დაშვებული პროდუქტები 

ასეთი პროდუქტებიდან შეიძლება გამოიყოს:

 

 

 

  • კვერცხი
  • პური
  • ხიზილალა
  • შვეიცარული ყველი
  • თხილი, ნიგოზი
  • ბოსტნეული
  • წიწიბურა
  • ქერი, ფეტვი

პოდაგრული ართრიტით დაავადებული პაციენტები, რატომღაც ხშირად არ რთავენ თავიანთ რაციონში პომიდორს,

 

 

თუმცა ეს ბოსტნეული თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ მცირე რაოდენობით.

 

რაც შეეხება

 

ძეხვეულს და შებოლილ პროდუქტებს,

 

მათი გამოყენება კი ნამდვილად საზიანოა და კატეგორიულად აკრძალულია.

დროდადრო სასრგებლოა განტვირთვის დღეების მოწყობა და ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის მირთმევა. მაგალითად, შეგიძლიათ ბრინჯის და ვაშლის დღე მოიწყოთ.

სასმელებიდან რეკომენდირებულია: 

 

 

          ხილის და ბოსტნეულის წვენები,

 

 

 

 

ტუტოვანი მინერალური წყალი.