წიგნის პრეზენტაცია

გიორგი გეგელაშვილი „წელის ტკივილი“  შეფასება, დიაგნოზი, მართვა

სამშაბათი, 22 მარტი, 19:30 სთ

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, თბილისი

 

ნაშრომში გაანალიზებულია წელის ტკივილის დიაგნოზის და მართვის აღიარებული მეთოდები. ავტორი თამამად საუბრობს საქართველოში არსებული სავალალო ფაქტებზე:

გაუმართლებელი რადიაქტიული დასხივება გამოკვლევების დროს, დაუსაბუთებელი და საეჭვო წარმოშობის მედიკამენტების სიმრავლე, საერთაშორისო სტანდარტების იგნორირება. წიგნში მოცემულია პრობლემის დაძლევის კონკრეტული სტრატეგია.

 

 

ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორის, ექიმ-ნევროლოგის „გიორგი გეგელაშვილის „წელის ტკივილი“ დაამშვენებდა თანამედროვე ექიმის სამუშაო მაგიდას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“ - ზურაბ ნადარეიშვილი - ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სუბურბან ჰოსპიტალი, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სისტემა, ბეთესდა, მერილენდი, აშშ.