ICD-11

ავადმყოფობათა ახალი კლასიფიკაცია

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ხელდასხმულმა ავადობის და სიკვდილობის სტატისტიკის სამუშაო ჯგუფმა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ დასანერგად მოამზადა და  2018 წლის 18 ივნისს გამოაქვეყნა ავადმყოფობათა ახალი საერთაშორისო კლასიფიკაციის წინასწარი ვარიანტი ICD-11. 1 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი მიიღებს და განიხილავს მტკიცებაზე დაფუძნებულ შენიშვნებს.

ახალი კლასიფიკაცია ICD-10-თან შედარებით უფრო დახვეწილია და მეტად პასუხობს მედიცინის თანამედროვე გამოწვევებს. მაგალითისთვის ავიღოთ თავის ტკივილი. მიმდინარე პირობებით იგი ამგვარად გამოიყურება:

http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx

G43 შაკიკი - Migraine 

     ·        G43.0 შაკიკი აურის გარეშე - Migraine without aura [common migraine] 

     ·        G43.1 შაკიკი აურით - Migraine with aura [classical migraine] 

     ·        G43.2 შაკიკის სტატუსი - Status migrainosus 

     ·        G43.3 გართულებული შაკიკი - Complicated migraine 

     ·        G43.8 სხვა შაკიკი - Other migraine 

     ·        G43.9 შაკიკი, დაუზუსტებელი - Migraine, unspecified

G44 სხვა თავის ტკივილი - Other headache syndromes 

     ·        G44.0 ჯგუფური თავის ტკივილის სინდრომი - Cluster headache syndrome 

§  შენიშვნა: ამჟამად მოქმედ ოფიციალურ ვერსიაში შეცდომაა: {“ჰისტამინური” თავის ტკივილის სინდრომი}

     ·        G44.1 სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - Vascular headache, not elsewhere classified 

     ·        G44.2 დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი - Tension-type headache 

     ·        G44.3 ქრონიკული პოსტ-ტრავმული თავის ტკივილი - Chronic post-traumatic headache 

     ·        G44.4 სამკურნალწამლო საშუალებებით გამოწვეული თავის ტკივილი, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - Drug-induced headache, not elsewhere classified 

     ·        G44.8 თავის ტკივილის სხვა დაზუსტებელი სინდრომები - Other specified headache syndromes 

 

ახალ კლასიფიკაციაში თავის ტკივილის ფორმები ამგვარად გამოიყურება:      

     ·        8A80 Migraine 

§  8A80.0 შაკიკი აურის გარეშე - Migraine without aura 

§  8A80.1 შაკიკი აურით - Migraine with aura 

§  8A80.2 ქრონიკული შაკიკი - Chronic migraine 

§  8A80.3 შაკიკის გართულებები - Complications related to migraine 

§  8A80.4 ციკლური ღებინების სინდრომი - Cyclic vomiting syndrome 

§  8A80.Y შაკიკის სხვა დაზუსტებული ფორმები - Other specified migraine 

§  8A80.Z შაკიკი, დაუზუსტებელი - Migraine, unspecified 

     ·        8A81 დაძაბული ტიპის თავის ტკივილი - Tension-type headache 

§  8A81.0 არახშირი დაძაბული ტიპის თავის ტკივილი - Infrequent episodic tension-type headache 

§  8A81.1 ხშირი დაძაბული ტიპის თავის ტკივილი - Frequent episodic tension-type headache 

§  8A81.2 ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი - Chronic tension-type headache 

§  8A81.Y დაძაბული ტიპის თავის ტკივილის სხვა ფორმები - Other specified tension-type headache 

§  8A81.Z დაძაბული ტიპის თავის ტკივილი, დაუზუსტებელი - Tension-type headache, unspecified 

     ·        8A82 ტრიგემინური ავტონომიური ცეფალალგიები - Trigeminal autonomic cephalalgias 

     ·        8A83 სხვა პირველადი თავის ტკივილი - Other primary headache disorder 

     ·        8A84 თავის ტკივილი - Secondary headache 

§  8A84.0 თავის ტრავმასთან დაკავშირებული მწვავე თავის ტკივილი - Acute headache attributed to traumatic injury to the head 

§  8A84.1 თავის ტრავმასთან დაკავშირებული გამუდმებული თავის ტკივილი - Persistent headache attributed to traumatic injury to the head 

§  8A84.Y მეორადი თავის ტკივილის სხვა ფორმები - Other specified secondary headache 

§  8A84.Z მეორადი თავის ტკივილი, დაუზუსტებელი - Secondary headache, unspecified 

     ·        8A85 თავის ქალას მტკივნეული ნეიროპათიები და სახის სხვა ტკივილები - Painful cranial neuropathies or other facial pains         

§  8B82.0 სამწვერა ნევრალგია - Trigeminal neuralgia 

§  DA0F.0 მწველი პირის სინდრომი - Burning mouth syndrome  

     ·        8A8Y თავის ტკივილის სხვა ფორმები - Other specified headache disorders 

     ·        8A8Z თავის ტკივილი, დაუზუსტებელი - Headache disorders, unspecified

 

2019 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი იქნება ახალი კლასიფიკაციის უკვე საბოლოო ვერსია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ICD-11-ის წინასწარი ვარიანტი უკვე დიდად აღარ შეიცვლება.            

ICD-11-კლასიფიკაცია შეიძლება იხილოთ მისამართზე: https://icd.who.int/browse11/l-m/en#/http%3a%2f%2fid.who.int%2ficd%2fentity%2f1719545571?view=G0

 

შეაჩვიეთ თვალი, მალე იგი აუცილებელი გახდება ყველა ექიმისთვის და ჯანდაცვის ორგანიზატორისთვის...