წყალი და ჯანმრთელობა

 

 

 

 

 

თითოეული ადამიანი  ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იცხოვროს უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესით შეზღუდვების და ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე მარტივი გზა ამ მიზნის მისაღწევად  დიდი რაოდენობით წყლის მიღებაა.

 

წყალი ამცირებს თავის ტკივილს, გამოიყენება შაკიკის პრევენციისთვის, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან, აახალგაზრდავებს  კანს და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წონაში დასაკლებად.

 

თუმცა, აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყალს იღებენ, ნამდვილად უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო ჯანმრთელები არიან? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ავსტრიელი მეცნიერები 11 წლის მანძილზე ატარებდნენ კვლევას, რომელშიც მონაწილეობდა 49 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები.

მეცნიერების  მიზანი იყო დაედგინათ, ბუნებრივი წყლის გარდა რა რაოდენობის სითხეს იღებდნენ ისინი საკვებიდან და სასმელიდან (ჩაი, ყავა რძე, ნატურალური წვენი და ალკოჰოლური სასმელები).

გამოკითხვაში მონაწილე 4828 ადამიანიდან 79.8% საშუალოდ 2.48 ლიტრ სითხეს იღებდა დღეში, შედეგად. კვლევაში მონაწილე პირებში შემცირდა შაკიკის შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა, დარეგულირდა ჰემოგლობინის დონე და გაუმჯობესდა თირკმელების მუშაობა.

 

 

ასე რომ, თუ გსურთ  იყოთ ჯანმრთელი  და ნაკლებად შეგაწუხოთ თავის ტკივილმა, ვარჯიშთან და სწორ კვებასთან ერთად ყოველდღიურად  მიიღეთ  დიდი რაოდენობით  წყალი!!!

სასმელი წყლის 10 უპირატესობა...