YLD

უუნარობაში გატარებული წლები

 

2017 წლის ბოლოს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც ავადმყოფობათა გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ გავრცელებას, ავადობას და უუნარობაში გატარებული წლების ანალიზს მიეძღვნა [Lancet Volume 390, No. 10100, p1211–1259, 16 September 2017].

ნაშრომში გაანალიზებულია ავადმყოფობის ეპიდემიოლოგიური პარამეტრები ქვეყნისთვის.

ავადმყოფობათა გავრცელების („პრევალენტობა“) პირველი ათეული მსოფლიოს მასშტაბით ამგვარად გამოიყურება:

  1.  პერმანენტული კარიესი
  2. ფარული ტუბერკულოზური ინფექცია
  3. დაძაბული თავის ტკივილი
  4.  ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება
  5. რკინა-დეფიციტური ანემია
  6.  შაკიკი
  7. გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზას ნაკლებობა
  8.  გენიტალური სირსველი (ჰერპესი)
  9. რეფრაქციის და აკომოდაციის დარღვევა
  10. ასკარიდოზი

გლობალური ავადობის („ინსიდენტობა“) პირველი ათეული

 

  1. ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
  2. მუდმივი კბილების კარიესი
  3. ფაღარათის გამომწვევი ავადმყოფობები
  4. კანის სოკოვანი ინფექცია
  5. სარძევე კბილების კარიესი
  6. დაძაბული თავის ტკივილი
  7. გრძნობათა ორგანოების სხვა ავადმყოფობები
  8. კანის სხვა ავადმყოფობები
  9. A ვიტამინის ნაკლებობა
  10. პიოდერმა

 

უუნარობაში გატარებული წლები (მსოფლიოს მონაცემები) - YLD Years lived with disability

  1. წელის ტკივილი
  2.  შაკიკი
  3. ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება
  4. რკინა-დეფიციტური ანემია
  5. დიდი დეპრესია
  6.  კისრის ტკივილი
  7. სხვა ჩონჩხ-კუნთოვანი ავადმყოფობა
  8.  შაქრიანი დიაბეტი
  9. შფოთვითი აშლილობა
  10. დაცემა

 

უუნარობაში გატარებული წლები (საქართველოს მონაცემები)

  1.  წელის ტკივილი
  2.  შაკიკი
  3.  ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება
  4. დაცემა
  5. კისრის ტკივილი
  6. დიდი დეპრესია
  7. შაქრიანი დიაბეტი
  8. რკინა-დეფიციტური ანემია
  9. ოსტეოართრიტი
  10. რეფრაქციის და აკომოდაციის დარღვევა

 

უფრო ვრცლად იხილეთ...

 

https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(17)32154-2/abstract