მითები და რეალობა კოფეინის შესახებ


ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

გიორგი გეგელაშვილი

ქეთევან დეკანოზიშვილი


 

VS


 

შეიძლება თუ არა კოფეინზე დამოკიდებული გავხდეთ?

 

კოფეინი ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალებაა. იგი რამდენადმე ასტიმულირებს ტვინის ნერვულ  უჯრედებს, აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ ძალებს, ამცირებს დაღლილობას. მართალია, კოფეინი ნიკოტინთან ერთად ითვლება ლეგალურ ნარკოტიკად“, მაგრამ ჩვეულებრივ, ზომიერად მიღების შემთხვევაში, იგი არ იწვევს დამოკიდებულების გაჩენას.

  •  ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის - American Psychiatric Association ცნობებით, კოფეინი არ იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას და არ ჰგავს იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც მივყავართ მძიმე ფიზიკურ და სოციალურ შედეგებამდე.

კოფეინის დიდი რაოდენობით რეგულარული და ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება გაჩნდეს გარკვეული დამოკიდებულება. როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში მეტწილად საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან და ქცევით რიტუალთან და არა ფიზიკურ დამოკიდებულებასთან. კოფეინის ან მისი შეცველი სასმელების მიღების შეწყვეტას მოჰყვება თავის ტკივილი, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრირების გაძნელება.

 

ზოგჯერ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება გამოიხატოს კლასიკური აღკვეთის სინდრომის იმიტაცია გულისრევის, ოფლიანობის და სახსრების ტკივილის ანუ მტვრევის შეგრძნების ჩათვლით. ერთი სიტყვით, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ კოფეინის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ“.

 

რას ნიშნავს კოფეინის ზომიერი გამოყენება

 

რა რაოდენობის კოფეინი უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში? – ეს კითხვა სხვადასხვა დროს ნებისმიერ ჩვენგანს დაბადებია.

 

მეცნიერების პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ზრდასრული ადამიანების უმეტესობისთვის დღეში 200-დან 300 მილიგრამამდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.

  • თუ მკაცრად დაიცავთ ექიმის დანიშნულებას, თავის ტკივილის წამალი კოფეინთან ერთად არ გამოიწვევს არც მიჩვევას და არც დამოკიდებულებას.

 

რამდენ კოფეინს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა?

 

კოფეინის შემცველობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა

§  ყავის ჯიში

§  მარცვლების რაოდენობა

§  დამზადების მეთოდი

§  მომზადებული ნახარშის კონცენტრაცია და ..

კოფეინის შემცველობა 1 ფინჯან ყავაში შეიძლება მერყეობდეს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ

მუდმივად მიირთმევთ მას ერთი და იგივე ადგილას.

  •  ფლორიდელი მკვლევრები 6 დღის განმავლობაში ერთი და იგივე ყავახანაში უკვეთავდნენ ერთი სახელწოდების ყავას და აღმოაჩინეს, რომ კოფეინის შემცველობა მასში მერყეობდა 259-დან 564 მილიგრამამდე.

1 ფინჯანი ყავა საშუალოდ შეიცავს 100 მგ კოფეინს.

 კოფეინის შემცველობა სხვადასხვა პროდუქტებში უფრო დეტალურად იხილეთ ....

 

აჩერებს თუ არა კოფეინი ზოგიერთი ავადმყოფობის განვითარებას?

 

 

გარკვეულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ  კოფეინის ზომიერმა მიღებამ შეიძლება შეამციროს დიაბეტით, ნაღვლის ბუშტში კენჭის გაჩენის, პარკინსონისა და ღვიძლის ავადმყოფობებით დაავადების რისკი. მაგრამ აღნიშნული კვლევების მიუხედავად, ექიმები საზოგადოდ არ გვირჩევენ კოფეინს, როგორც ამ ავადმყოფობების სამკურნალო ან თავიდან აცილების საშუალებას.

 

შესაძლებელია თუ არა კოფეინის მიღება ორსულობის დროს?

 

ამ თემაზე საკმაოდ ორაზროვანი კვლევები არსებობს, მაგრამ ექსპერტები ურჩევენ ქალბატონებს ორსულობისას გამოიჩინონ გონიერება და შეამცირონ კოფეინის მიღება. ზოგიერთი კვლევა სწორედ დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებას უკავშირებს მუცლის მოშლას ან ნაყოფის ზრდის შემცირებას, თუმცა ამ კავშირის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. კვებისა და დიეტოლოგიის აკადემია The Academy of Nutrition and Dietetics გირჩევთ დღეში 300 მილიგრამზე ნაკლები კოფეინის მიღებას. ეს უკანასკნელი შეესაბამება 3 ფინჯან ყავას.   

 

გადადის თუ არა კოფეინი დედის რძით?

 

ჩვილები ნამდვილად ღებულობენ კოფეინის გარკვეულ დოზას დედის რძის საშუალებით. თუმცა, ამერიკის პედიატრთა აკადემიის American Academy of Pediatrics აზრით: „დილით მიღებული ერთი ფინჯანი ყავა არ ვნებს ბავშვს, მაგრამ ბევრმა კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოუსვენარი ძილი, ნერვიულობა, გაღიზიანებადობა და უმადობა“.

 

რამდენ ხანს გრძელდება კოფეინის ეფექტი ორგანიზმში?

 

ფინჯანი ყავის მიღების შემდეგ კოფეინის ეფექტი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 5-6 საათამდე თქვენი ორგანიზმიდან განიდევნება მიღებული კოფეინის მხოლოდ  ნახევარი. სწორედ  ამიტომ, შუა დღეს მიღებულმა ყავამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ძილზე. იმ ადამიანებში, რომლების განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან კოფეინის მიმართ, ეს ეფექტი შეიძლება მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

 

შველის თუ არ კოფეინი თავის ტკივილს?

 

ზოგადად, კოფეინი არ არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მაგრამ, იგი აჩქარებს თავის ტკივილის სამკურნალო პრეპარატების ათვისებას და ამცირებს ტკივის გაყუჩებისთვის ამ პრეპარატების საკმარის  დოზას. ამას გარადა, კოფეინი დამოუკიდებლად მიღების შემთხვევაშიც კი რამდენადმე ამცირებს თავის ტკივილს. ამიტომ კოფეინი შედის თავის ტკივილის მრავალი კომბინირებული საშუალების შემადგენლობაში და შეიძლება ჩაითვალოს თავის ტკივილის გამაყუჩებელ დამხმარე საშუალებად.

·         კოფეინი აძლიერებს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მოქმედებას.

·         კოფეინი შედის მრავალი კომბინირებული საშუალების შემადგენლობაში.

 ·         შაკიკის დროს მხოლოდ კოფეინის პრეპარატების ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება ნაკლებად ეფექტურია.

 

 

რომელი პრეპარატები შეიცავს კოფეინს?

 

 

ასეთი პრეპარატი მრავალია. კოფეინი შედის თავის ტკივილის გამაყუჩებელ პოპულარულ დასავლურ ექსედრინში და ყოფილ საბჭოთა სივრცეში „გამოგონებულ“ ციტრამონში. მისი შემცველობა ყველა ფორმაში სხვადასხვაა და დამოკიდებულია მწარმოებელზე: მერყეობს 27-დან 65 მილიგრამამდე.  

·         „უბრალო“ თავის ტკივილის დროს უნდა მიიღოთ ექსედრინის ან ციტრამონის 1 ტაბლეტი.

·         შაკიკის შეტევის დროს უმჯობესია თავიდანვე 2 ტაბლეტი მიღება.

·         აუცილებლად დააყოლეთ წყალი!

·         ასპირინის ხანგრძლივად გამოყენება აღიზიანებს კუჭს და აჩენს წყლულს!

 

·         კუჭის ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

 

როგორ შევარჩიოთ პრეპარატი

 

პრეპარატის შერჩევაში გვეხმარება ექიმთან კონსულტაცია და საკუთარი გამოცდილება. აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოთ შემადგენლობა და დოზა; შეაფასოთ ყველა პრეპარატის ეფექტურობა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ. ყურადღება მიაქციეთ კომბინირებულ საშუალებაში არ შედიოდეს ფენაცეტინი! იგი უარყოფითად მოქმედებს თირკმლებზე.

 

·         არ მიიღოთ ფენაცეტინი ან მისი შემცველი კომბინირებული მედიკამენტები!

 

როგორ შევაფასოთ წამლის ეფექტურობა

 

წამლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შეფასებისთვის ყველაზე მოხერხებულია ოთხქულიანი სკალა.

 

კიდევ რა პრეპარატების შემადგენლობაში შედის კოფეინი

 

 

კანის დაბერების საწინააღმდეგო საცხები შეიცავს კოფეინს. იგი კანს უფრო გლუვს ხდის და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენის პროცესს.  

 

კიდევ რომელ პრეპარატებთან ურთიერთქმედებს კოფეინი?

 

გარკვეული მედიკამეტები და ბიოდანამატები შეიძლება მოქმედებდეს კოფეინზე. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

§  ზოგიერთი ანტიბიოტიკი

o   ციპროფლოქსაცინის Ciprofloxacin და ნორფლოქსაცინის Norfloxacin ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება შეუშალოს ხელი კოფეინის დაშლის პროცესს.

o   ამ ურთიერთქმედებით შეიძლება მივიღოთ კოფეინის შეკავება ორგანიზმში მეტი დროით და მიგიყვანოთ არასასურველ შედეგამდე.

§  თეოფილინი  – Theophylline

o   თეოფილინი ხსნის ბრონქული გზების მიმდებარე კუნთების მოდუნების საშუალებით. ანუ მას გააჩნია კოფეინის მსგავსი ეფექტი.

o   თეოფილინის მიღებამ კოფეინის შემცველ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად შეიძლება გაზარდოს მისი კონცენტრაცია სისხლში

o   შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება და გახშირებული გულისცემა.

§  ექინაცეა Echinacea

o   მცენარეული დანამატია, რომელიც გამოიყენება გაციების ან სხვა ინფექციების პრევენციისთვის.

 

o   ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს კოფეინის შემადგენლობა სისხლში და, შესაბამისად, მისი არასასიამოვნო ეფექტები

 

როგორია კოფეინის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა?

 

ასაკოვანი ადამიანები უფრო მგრძნობიარეები არიან კოფეინის მიმართ, რადგანაც მათ ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება ქიმიური ნივთიერების გადასამუშავებლად.

 

ბოლოდროინდელმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მამაკაცები უფრო მგრძნობიარენი არიან კოფეინის მიმართ ვიდრე ქალბატონები. ამავე დროს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ოფისში მომუშავე მამაკაცებში კოფეინი რამდენადმე აქვეითებს მამაკაცის შრომისუნარიანობას, ხოლო  ქალბატონებისას პირიქით აუმჯობესებს.

 

როდის არ შეიძლება კოფეინის მიღება?

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის National Institute of Mental Health აზრით, პიროვნება, რომელიც დაავადებულია შფოთვითი აშლილობით უნდა მოერიდოს კოფეინის გამოყენებას. იგი ხელს უწყობს შფოთვის, გადაჭარბებული მღელვარებისა და დაძაბულობის გაძლიერებას.

 

იწვევს თუ არა კოფეინი გაუწყლოვნებას?

 

კოფეინს გააჩნია შარდმდენი ეფექტი. მაგრამ ზომიერად მიღებული კოფეინის შემცველი სასმელების მიღება, როგორც წესი, პრაქტიკულად არ იწვევს ორგამიზმის გაუწყლოვნებას. პირიქით, კოფეინის შემცველი სითხეების მიღება ხელს უწყობს ორგანიზმს სითხის დღიური დოზის შევსებაში

 

შეიძლება თუ არ კოფეინმა გართულებები გამოიწვიოს?

 

 

კოფეინის გადაჭარბებული დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი გართულებები, როგორიცაა კრუნჩხვა ან არითმია. მაგრამ სიკვდილიანობა პრაქტიკულად არა აქვს. კოფეინის დაშვებული დღიური ნორმა იცვლება პიროვნების წონიდან, ასაკიდან და სქესიდან გამომდინარე. თეორიულად, 10 გრამზე მეტი კოფეინის მიღებამ დღეში შეიძლება მიიყვანოს ზრდასრული ადამიანი ფატალურ შედეგამდე ტიპური ფინჯანი ყავა შეიცავს დაახლოებით 100-115 მგ კოფეინს. ასე რომ, იმისათვის რომ მიიღოთ 10 გრამი კოფეინი დღეში 85 ფინჯანი ყავა მაინც უნდა დალიოთ.

 

დაწესებულია თუ არა რამე შეზღუდვა კოფეინის შემცველ სასმელებზე?

 

ამერიკის საკვების და წამლის სააგენტო ზღუდავს კოფეინის შემცველობას 350 მილილიტრიან უალკოჰოლო სასმელში 71 მგ-მდე. მაგრამ, ამავდროულად ენერგეტიკულ სასმელში კოფეინის შემცველობაზე ლიმიტი არ არის დაწესებული. ზოგი ენერგეტიკული სასმელის 1 ულუფა 100-ზე მეტ მგ. კოფეინს შეიცავს, ზოგი კი 200-ზე მეტსაც

 

როგორ მოქმედებს უკოფეინო ყავა ადამიანზე?

 

აშშ- ჟურნალმა Consumer Reports“ (სამომხმარებლო ანგარიშები) 2007 წელს გამოიკვლია 36 ფინჯანი უკოფეინო ყავა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მათგანი 20 მილიგრამამდე კოფეინს შეიცავდა. ეს, ჩვეულებრივ ყავაში კოფეინის შემცველობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, მაგრამ მაინც არაფერზე მეტია.

 

 

2006 წელს ფლორიდის უნივერსისტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც დაამტკიცა, რომ უკოფეინო ყავა შეიცავს კოფეინს. „თუ თქვენ მიირთმევთ დღეში 5-დან 10 ფინჯანამდე უკოფეინო ყავას, ჩათვალეთ, რომ იგი შეიცავს იგივე რაოდენობის კოფეინს, რაც 1-2 ფინჯანი ჩვეულებრივი ყავა“, ამტკიცებს პროფესორი ბრუს გოლდბერგი Bruce Goldberger, Ph.D.

 

გვეხმარება თუ არა კოფეინი წონის დაკლებაში?

 

ბევრი წონაში დასაკლები პროდუქტის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს სხვადასხვა სტიმულატორი. საერთაშორისო ჟურნალში International Journal of Obesity 2010 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით: კოფეინი, თავის მხრივ, ცოტათი უწყობს ხელს მეტაბოლიზმს“. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი იწვევს წონაში მნიშვნელოვან და მუდმივ კლებას“, წერს დიეტოლოგი კეტრინ ზერაცკი Katherine Zeratsky, R.D., L.D მეიოს კლინიკისთვის.

 

ასე რომ, რამოდენიმე ფინჯანი ყავა დიდად არ მოქმედებს წონაში კლებაზე, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ უმეტესობა მას შაქრით და ნაღებით მიირთმევს.